"თოფუზი ექო" დასრულდა

22.03.2013 01:24

"თოფუზი ექო თელავში" -დასრულდა. ანიმაციური ფილმების ფესტივალი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსწავლე ახალგაზრდობისა და სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა სამუშაო დღეების მანძილზე ნახატი ფილმი "ძროხა და ბუზი" შექმნეს. მათ სამუშაო პროცესს ანიმატორი ზურაბ დიასამიძე ხელმძღვანელობდა. ბავშვების მიერ შექმნილი მულტფილმის პრეზენტაცია ფესტივალის დახურვაზე მოეწყო. აპრილის თვიდან "თოფუზი ექო" თელავიდან საქართველოს რეგიონების სხვა ქალაქებშიც გადაინაცვლებს. პროექტის დასასრულს კი ბავშვების ნამუშევრები ბათუმის ანიმაციური კონკურსისთვის შეიკრიბება. ვებ--გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/YhoCa8

გაზიარება: