ევროკომისიის რეკომენდაციები - სამუშაო ჯგუფების შეხვედრა
პარლამენტის სამუშაო ჯგუფები ევროკავშირის 12 პუნქტის შესასრულებლად მუშაობას აგრძელებენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფი სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომ ინსტიტუციურ გაძლიერებაზე მსჯელობს. საუბარია იმ მექანიზმებზე, რის საფუძველზეც ამ უწყებების საქმიანობა უფრო დამოუკიდებელი და ეფექტიანი უნდა გახდეს. დღევანდელ დახურულ სხდომაზე შეხვედრის ყველა მონაწილემ საკუთარი წინადადებები და ხედვები წარადგინა, რის შემდეგაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტს, კონკრეტულად რომელ საკითხებზე იმუშავებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერება ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან მეოთხე პუნქტია. სამუშაო ჯგუფი ევროკავშირის ამ მოთხოვნის შესასრულებლად კანონპროექტებს მოამზადებს და პარლამენტში 19 ოქტომბრამდე დაარეგისტრირებს. კანონპროექტების დამტკიცება კი საკანონმდებლო ორგანოში პირველ დეკემბრამდე იგეგმება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ევროკომისიის რეკომენდაციები - პარალელური სამუშაო ჯგუფი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების გეგმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპარლამენტო ოპოზიცია არასამთავრობო სექტორს შეხვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების საკითხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის გეგმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის გეგმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრები ევროპარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster