„ევროპული საქართველოს“ განცხადება


რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სამხედრო ვეტერანის, მამუკა ჩხიკვაძის გატაცებას პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი წერეთელი საგანგაშო ფაქტს უწოდებს. ის მოუწოდებს ხელისუფლებას ყველა არსებული ბერკეტი გამოიყენოს საოკუპაციო ტყვეობაში მყოფი ქართველი სამხედროს გასათავისუფლებლად.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ფაქტზე მყისიერად ამოქმედდა ყველა მექანიზმი, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი და ინფორმაცია მიეწოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეებს. მამუკა ჩხიკვაძე სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან გუშინ გაიტაცეს. 40 წლის  მამაკაცს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან. ის სავარაუდოდ ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. გატაცებულის ახლობლები ყვებიან, რომ მამუკა ჩხიკვაძეს დედა გარდაეცვალა და სავარაუდოდ, სასაფლაოზე იმყოფებოდა, რა დროსაც შესაძლოა ის შემთხვევით მოხვდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან