საქართველოს დღე ლონდონის ბირჟაზე

12.10.2018 02:46

დიდ ბრიტანეთში საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს ეცნობიან. პრემიერ მამუკა ბახტაძეს და ქართული დელეგაციის წევრებს ლონდონის საფონდო ბირჟაზე უმასპინძლეს, სადაც კონფერენცია „საქართველოს ინვესტორთა დღე“ მოეწყო. ღონისძიებაზე მყოფ 130-მდე მსხვილი კომპანიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, ჩვენს ქვეყანაში არსებულ ბიზნეს-გარემოზე და მიმდინარე პროექტებზე ვრცელი ინფორმაცია მიეღოთ. „საქართველო უნდა გახდეს რეგიონის ეკონომიკური ჰაბი“ - ამ გზავნილით წარდგა პრემიერ-მინისტრი საფონდო ბირჟაზე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: