23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ, გიგა კობალაძემ შეხვედრა გამართა.. შეხვედრა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ღონისძებების ფარგლებში და ასოციაციის კამპანიის - #არაინტელექტისოკუპაციას - ეგიდით გაიმართა. შეხვედრის თემა იყო საქართველოში საავტორო უფლებების სფეროში არსებული რუსული საფრთხე, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ რეალური გახდა.