ცემენტის ხარისხი

14.08.2018 01:00

საქართველოში წარმოებული შეფუთული ცემენტის 21 სახეობის შემოწმებიდან სტანდარტები მხოლოდ 9 კომპანიის პროდუქტმა დააკმაყოფილა, 12-მა კი მოთხოვნების ბარიერი ვერ გადალახა. რაც შეეხება იმ 9 კომპანიას, რომელმაც ტესტირებისას დადებითი შეფასება მოიპოვა, 6 მათგანი საქართველოს ცემენტის ასოციაციის წევრია, 3 კი - სხვა მწარმოებლის. ფარული ტესტირება საქართველოს ცემენტის ასოციაციამ ჩაატარა. მათივე განცხადებით, კვლევის შედეგები შარშანდელთან შედარებით გაუმჯობესებულია. გასულ წელს, 26 ნიმუშიდან სტანდარტი მხოლოდ სამი კომპანიის 8 პროდუქტმა დააკმაყოფილა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb

გაზიარება: