ანტიდისკრიმინაციული კანონი - თელაველების შეფასება

07.05.2014 01:42

„უნდა მიეღო თუ არა პარლამენტს ანტიდისკრიმინაციული კანონი?" - ამ კითხვით „ახალი ამბების" გადამღებმა ჯგუფმა თელავის მოსახლეობას მიმართა. ადგილობრივების უმრავლესობა ამ კანონის საქართველოში დამკვიდრების კატეგორიული წინააღმდეგია. თელაველები აცხადებენ, რომ ქვეყანა ძველი, ტრადიციული ადათ-წესებიდან გამომდინარე, აღნიშნული ცვლილების მისაღებად მზად არ არის. შეგახსენებთ, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1kMhUyH

გაზიარება: