მსოფლიო თასი ბაკურიანში
ისტორიაში პირველად ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით „სკი კროსში“ მსოფლიო თასის ეტაპები მიმდინარეობს. დღეს დიდველზე კავალიფიკაციის შედეგად, მცირე და დიდი ფინალები გაიმართა და სხვადასხვა ქვეყნის 48 მოთხილამურემ იასპარეზა. ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპზე პირველი მედალი ქალთა შორის „სკი კროსში“ შვეიცარიელმა ფანი სმიტმა მოიგო. მამაკაცებს შორის ტურნირის გამარჯვებული გერმანელი მოთხილამურე ფლორიან ვილსმენი გახდა. ხვალ ისტორიაში პირველად „სკი კროსის“ შერეული ნაკრების გუნდური შეჯიბრი ჩატარდება და ამით დასრულდება „სკი კროსის“ ეტაპი. 3,4,5 მარტს კი, ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება სნოუბორდ კროსში. მსოფლიო თასის ეტაპები საქართველოს სათხილამურო ფედერაციისა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ორგანიზებით მიმდინარეობს. აღნიშნული საერთაშორისო ეტაპები წინაპირობაა იმისთვის, რომ საქართველომ 2023 წელს თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სლოუფსთაილი მსოფლიო თასი ბაკურიანში 2022
Teona Tsereteli
მსოფლიო თასი სკი-კროსის დისციპლინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფრისთაილის მსოფლიო თასი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მსოფლიო თასი
TV IMEDI
სნოუბორდ-კროსის მსოფლიო თასი გუდაურში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მსოფლიო თასი კალათბურთში - 11 სექტემბერი
პირველი არხი სპორტი
მსოფლიო თასი კალათბურთში - 2 სექტემბერი
პირველი არხი სპორტი
მსოფლიო თასი კალათბურთში - 5 სექტემბერი
პირველი არხი სპორტი