ავღანეთში დაღუპული შვიდი სამხედრო მოსამსახურე დღეს, 14:00 საათზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვას მთავრობისა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში 24 წლის კაპრალ თეიმურაზ ორთავიძის დაკრძალვას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრო. დაღუპულთა ცხედრები ავღანეთიდან საქართველოში 9 ივნისს ჩამოასვენეს. სამების საკათედრო ტაძარში გარდაცვლილების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გადაიხადა. იმავე ღამეს კი ცხედრები საკუთარ სახლებში გადაასვენეს.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/13EWAUJ
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/13EWAUJ