დაპირისპირება ახალქალაქში


თამარ მეფის ქუჩაზე „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბთან რამდენიმე პირს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, დაშავდა ოპოზიციური პარტიის ადგილობრივი შტაბის რამდენიმე წევრი.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება ხულიგნობის მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. მოძრაობის, - „ძალა ერთობაშია“ წევრების განცხადებით, მათი საარჩევნო შტაბის უფროსი, აშოტ რაისიანი თავდამსხმელებმა ხელკეტებით სცემეს. ოპოზიცია მომხდარში უმრავლესობის დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმას ადანაშაულებს. მკოიანი და „ქართული ოცნების“ წევრები კი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დაგეგმილ პროვოკაციებზე საუბრობენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან