გიორგი გიორგანაშვილისა და ირაკლი ქორიძის საქმის სასამართლო განხილვა


დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოში უკანონოდ შემოტანის საქმეზე, რომელზეც მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) და ირაკლი ქორიძე არიან ბრალდებულები, რეანომობილის მძღოლი, პეტრე ჩიტაშვილი დაიკითხა.

მოწმემ ჩვენებაში გაიხსენა, როგორ ჩაიყვანა და ჩამოიყვანა სამედიცინო რეანიმობილით რამდენიმე პირი, მათ შორის, საქმეზე უკვე მსჯავრდებული ჯაბა ხულორდავა თურქეთში. ასევე, თუ როგორ გააჩერეს მათი მანქანა თბილისში შემოსვლისას და როგორ ამოიღეს ნარკოტიკული ნივთიერებები.

პეტრე ჩიტაშვილმა აღნიშნა, რომ ამოღებული ნივთიერებები მის თვალწინ დაილუქა.

დღეს ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე, ქრისტინა მაისურაძე დაიკითხა, რომელიც კატასტროფის მედიცინის ცენტრში ოპერატორად მუშაობდა. მისი ინფორმაციით, თურქეთში პაციენტის გამგზავრება დაიგეგმა და მას ამის შესახებ ირაკლი ქორიძემ განუცხადა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან