პარტია „მოქალაქეების“ შეხვედრა პენსიონერებთან


პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ქეთევან თურაზაშვილი, იურისტებთან ერთად ბუკიას ბაღში პენსიონერებს შეხვდა.
ოპოზიციონერი დეპუტატი მოქალაქეებს საპენსიო სესხებთან დაკავშირებით გაესაუბრა და მათ შესაბამისი განცხადებების დაწერაში დაეხმარა. კონკრეტულად საუბარია პანდემიის დროს მიღებულ ე.წ. საშეღავათო პერიოდზე, როდესაც პენსიონერებს ბანკმა თვითნებურად გაუხანგრძლივა სესხის ვადა და სესხის ოდენობა გაიზარდა. ქეთევან თურაზაშვილის განმარტებით, არსებობს პრეცედენტი, რომ პარტია „მოქალაქეების“ ჩართულობით მოხერხდა სესხის პირვანდელ ვადასა და ოდენობაში დაბრუნება და განულება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან