„ჩემი სამშობლო" - ქართული პროექტი ყარაჯალაში


სოფელ ყარაჯლის საჯარო სკოლაში კონფერენცია სახელწოდებით - „ჩემი სამშობლო\" - გაიმართა. ღონისძიებაში, რომელიც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, საშუალო საფეხურის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას. მათ ქართულ ენაზე შესრულებული ნაშრომები წარმოადგინეს. ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა ფოლკლორული მუსიკის თანხლებით ქართული ცეკვებიც შეასრულეს. ღონისძიებას რეინტეგრაციის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც ბავშვებს საჩუქრად წიგნები და დიპლომები გადასცეს.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/10EFmaj

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან