შეხვედრა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან_ტელეკომპანია რიონი


2017 წლის 12-13 ოქტომბერს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლები ბათუმისა და ქუთაისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდნენ და პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობასა და ინსპექტორის როლზე ესაუბრნენ. შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს ინსპექტორის უახლესი რეკომენდაცია, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პერსონალურ მონაცემთა დაცვას ეხება. შეხვედრები გაიმართა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის\" ხელშეწყობით, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანის უფლებების მხარდაჭერას. #UNDP #UNDPGeorgia #EU4Georgia #personaldataprotection #DPAofgeorgia #humanrightsforall #humanrights

ვიდეოები „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური"-ისგან