ცესკო-ს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება


ცესკო-ს თავმჯდომარის და წევრების კანდიდატების შესარჩევმა კომისიამ პარლამენტში კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო. 9-წევრიან შესარჩევ კომისიაში სამმა წევრმა, მათ შორის პრეზიდენტის წარმომადგენელმა უფლებამოსილება შეიჩერა და კომისია მუშაობას 6 წევრით განაგრძობს. პრეზიდენტის წარმომადგენლის, ლევან შენგელიას განმარტებით, გუშინ კომისიის საორგანიზაციო სხდომაზე ორი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნინო ჩხობაძემ და ზაურ ხალილოვმა „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამო კომისიის მუშაობის გადადება მოითხოვა, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის გამო კი, უფლებამოსილება შეიჩერეს.ორი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის სოლიდარობის ნიშნად, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციის შემდეგ, შერჩევის პროცესს პრეზიდენტის წარმომადგენელიც გაემიჯნა. თუმცა კომისიას სამი წევრის გარეშე მუშაობის გაგრძელების ლეგიტიმაცია აქვს. ცესკო-ს თავმჯდომარის და წევრების ოთხ ვაკანტური თანამდებობის დაკავების სურვილი ჯამში 5-მა კანდიდატმა გამოთქვა. თუმცა ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე მხოლოდ ერთი, გიორგი კალანდარიშვილის განაცხადი შევიდა. ცესკო-ს სამი პროფესიული წევრის ვაკანტურ თანამდებობის დაკავების სურვილი კი ოთხმა კანდიდატმა გამოთქვა. შესარჩევი კომისია დღესვე ყველა კანდიდატს, მათ შორის გიორგი კალანდარიშვილსაც მოუსმენს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან