„ქართული ოცნების" თელავის გამგებლობის კანდიდატი კონდოლში


წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, კოალიცია „ქართული ოცნების\" თელავის გამგებლობის კანდიდატი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში ჩავიდა და მოსახლეობას შეხვდა. ინფრასტრუქტურა, შიდა გზები, სასმელი წყალი, ნაგვის გატანა, სპორტული დარბაზების გაკეთება და გარემონტება, - ეს იმ პრიორიტეტთა ჩამონათვალია, რომლის მოგვარებასაც ალექსანდრე შათირიშვილი გამგებლად არჩევის შემთხვევაში საკუთარ ამომრჩეველს ჰპირდება. კანდიდატმა კონდოლელებთან ერთად ყველა იმ პრობლემაზე ისაუბრა, რომელიც ამჟამად სოფელს აწუხებს, მათ შორის, საძოვრის გასხვისების საკითხიც განიხილეს, რომლის გაყიდვაც ადგილობრივებმა დღეს გააპროტესტეს.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1rbN5YA

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან