თარჯიმნის განცხადება
ზაალ ანდრონიკაშვილი, რომელიც პრესკონფერენციიდან პირდაპირ ეთერში სინქრონულად თარგმნიდა ირაკლი კობახიძისა და ოლაფ შოლცის განცხადებებს, აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, შოლცის განცხადების თარგმნისას სრულიად შეგნებულად ახსენა ე.წ. აგენტების კანონი. თარჯიმანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კანცლერმა ახსენა „კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მაგრამ რადგან ეს ქართველი მსმენელისთვის გაუგებარი იყო, სრულიად შეგნებულად მოიხსენია კანონის ის სათაური, რომლითაც მას ქართველი მსმენელი იცნობს. ზაალ ანდრონიკაშვილის განცხადებით, „ამით არანაირად არ იცვლება ის შინაარსი, რომ კონკრეტულად ეს კანონი, რომელიც არასამთავრობოების კონტროლს გულისხმობს, კანცლერმა მიიჩნია ევროპული ფასეულობებისთვის სრულიად შეუსაბამოდ“, – დაწერა თარჯიმანმა სოციალურ ქსელში და მოგვიანებით განმარტებები ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერშიც გააკეთა. თარჯიმანმა ამით პრემიერ-მინისტრს უპასუხა, რომელმაც თარჯიმნის მიერ ოლაფ შოლცის სიტყვების განსხვავებულად თარგმნის შესახებ პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სამოქალაქო არეულობის საქმე - გამოკითხვა სასამართლოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება
POSTV - ანალიტიკა
პოლიტიკური გამოხმაურება თარჯიმნის მიერ შოლცის სიტყვების განს...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ინოვაციური ყურსასმენები, რომელიც თარჯიმნის ფუნქციას ასრულებს
PalitraNews
#ახალიკვირა პანდემია სიჩუმეში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროექტის პრეზენტაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ადაპტირებული ვებ-გვერდი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სააკაშვილის ჯანმრთელობას ფსიქიატრი აფასებს
TV IMEDI