ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

2 თვის წინ

უკრაინის პრეზიდენტმა, კიევის ხელისუფლება ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემების ფონზე, უხარისხო მუშაობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ მან ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. ზელენსკის თქმით, კიევში ბევრი საჩივარია სპეციალური პუნქტების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. პრეზიდენტი მერიისგან ხარისხიან მუშაობას ელოდება. პროფანაციას არავინ არავის აპატიებს, ისევე როგორც ტყუილს ანგარიშებში, განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ პირველ ნოემბერს კიევის მერმა განაცხადა, რომ დედაქალაქში მოსახლების გასათბობად ათასამდე პუნქტი ამოქმედდებოდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან