ბრიფინგი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში

03.09.2022

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბრიფინგი გამართა. გიორგი ხარჩილავამ სოფელ ნაკიფუში 2015 წელს განხორციელებული პროექტის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ მისმა წინამორბედმა სასმელი წყლის ჭაბურღილის პროექტი ჩაიბარა, თუმცა ის ამ დრომდე არ ფუნქციონირებს. მერი განმარტავს, რომ ლეშეროზიეს უბანში არსებულ ვითარებაზე არსებობს აუდიტის უარყოფითი დასკვნაც. ხარჩილავა საქმეში კორუფციული სქემის არსებობასაც არ გამორიცხავს. გიორგი ხარჩილავას ბრალდებებს მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი გამოეხმაურა და ის სიცრუეში დაადანაშაულა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: