გიორგი ანწუხელიძის შესახებ ფილმს, მაყურებელი დღეს საქართველოს პირველი არხის ეთერში იხილავს
საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შესახებ ფილმს მაყურებელი დღეს პირველი არხის ეთერში 21:30 საათზე იხილავს. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული კინოსურათის რეჟისორი შალვა შენგელია. ჩვენება „მოამბის“ მთავარი გამოშვების დასრულებისთანავე დაიწყება. ნამუშევარი ეროვნული გმირის, მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის კაპრალის, გიორგი ანწუხელიძის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელიც 2008 წლის აგვისტოში ოსმა სეპარატისტებმა ტყვედ ჩაიგდეს და წამებით მოკლეს. ფილმში ქართველი გმირის ოჯახის წევრები და მეგობრები მონაწილეობენ. იდეის ავტორი რუსუდან მანჯგალაძეა, ავტორები ნინო ჩუტკერაშვილი და შალვა შენგელი. დღესვე 23:00 საათზე ეთერში გავა დიმიტრი ცინცაძის ფილმი „შინდისი.“ ეს არის ამბავი სენაკის მეორე ბრიგადის 17 ჯარისკაცის თავგანწირვასა და სიკვდილზე და აგვისტოს ომის ერთ ეპიზოდს გვიყვება. სურათი ვარშავის კინოფესტივალის „გრან პრის“ მფლობელი გახდა, შანჰაის საერთაშორისო ფესტივალზე დიდი აღიარება მოიპოვა და ოსკარზე იქნა წარდგენილი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„გიორგი ანწუხელიძე“ - პრემიერა საქართველოს პირველ არხზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფილმი „გიორგი ანწუხელიძე“ - პრემიერა პირველ არხზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტმა ზუგდიდში საბუნებისმეტყველო გიმნაზია დაათვალიერა
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
გიორგი ანწუხელიძის ბიუსტის გახსნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მოამბე“ 15 საათზე, 18 აგვისტო, 2019 #LIVE
პირველი არხი - LIVE
საქართველოს ეროვნული გმირები
ფოლოკლორი - Folk
გიორგი ანწუხელიძის უცნობი კადრები საზოგადოებრივი მაუწყებლის...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster