ზაზა თვარაძის გახსენება. დარიო-რადიოს 18.05.2019 პროგრამა
დარიო-რადიოს 2019 წლის 18 მაისის პროგრამა მიეძღვნა მწერალ ზაზა თვარაძის (1957-2007) შემოქმედებას, რომელიც 62 წლის გახდებოდა. ზაზა თვარაძის მემკვიდრეობა მნიშვნელოვანია თანამედროვე საქართველოსათვის. გთავაზობთ, დარიო-რადიოში გასულ მთლიან პროგრამას: 1.თორნიკე ბერიშვილი კითხულობს ზაზა თვარაძის ლექსს "გამომეცხადა ზაზა თვარაძე". ასევე მოისმინეთ ზაზა თვარაძის მიერ შესრულებული სიმღერა "გნოლი აფრინდა". 2. 4:20' თორნიკე ბერიშვილი Live. საუბრობს დარიო-რადოს შედგენილი პროგრამის შესახებ. 3.22:00' გვესაუბრება მწერალი ანდრო ბუაჩიძე თავის მეგობარზე, გვაცნობს ზაზა თვარაძის პიროვნებას, ცხოვრებასა და შემომედებას. ზაზა თვარაძე, თანამედროვეობის ერთერთი დიდი მწერალი, ფართო საზოგადოებისათვის ჯერ კიდევ უცნობი რჩება. 4.01:24:30 ავტ. მარიკა ლაფაური, ნინო ხოფერია და რეზო კიკნაძესთან ერთად იხსენებენ ზაზა თვარაძეს. ნინო ხოფერია საუბრობს ზაზა თვარაძის პიესაზე "თხა და გიგო", აფასებს მწერლის შემოქმედებას და გვიყვება ზაზა თვარაძის ტექსტების გამომცემელ და მის მეუღლე, მანანა ჯიქიაზე. რეზო კიკნაძე იხსენებს ზაზა თვარაძესთან პირველ შეხვედრას უჯარმაში და იგონებს განცდილ-ნანახს. 5. 01:45:00 ზაზა თვარაძის ჩანაწერს „სიხარული და ბოროტება“, კრებულიდან „ჩადექი მანდ!“ (შემდგენელ-რედაქტორი: მანანა ჯიქია, თბ., „ინტელექტი“, 2014). კითხულობს ირაკლი ლომოური 6.01.50:00 „დარიო-რადიომ“ მოიწვია მისი მეუღლე და მეგობარი, ფილოლოგი მანანა ჯიქია, რომელიც იხსენებს ზაზასთან გატარებულ დაუვიწყარ წლებს, აცნობს მსმენელს მის განუმეორებელ პიროვნებასა და ორიგინალურ შემოქმედებას. მანანა ჯიქია კითხულობს ზაზა თვარაძის ლექსს. ესაუბრა ირაკლი ლომოური. 7.03:18:00 მარიკა ლაფაური კითხულობს ზაზა თვარაძის ლექსს "მწვანე ბალახი". ასევე მოისმინეთ ზაზა თვარაძის მიერ შესრულებული სიმღერა "მინდა გაკოცო". 8. 03:21:54 თორნიკე ბერიშვილი კითხულობს ზაზა თვარაძის ლექსს "მე შემხვდა მკვდარი მეგობარი და მითხრა". ასევე მოისმინეთ ზაზა თვარაძის მიერ შესრულებული სიმღერა "კარალეთი". რედაქცია: მარიკა ლაფაური დარიო-რადიოს მასალების გასაცნობად იხ.: https://soundcloud.com/user-862052174 Facebook: https://www.facebook.com/darioradio01/ მასალის გამოყენებისათვის დაგვიკავშირდით: www.facebook.com/darioradio01/ © დარიო-რადიო
დარიო რადიო-ის სხვა ვიდეოები
24:42
გვიყვებიან "უჯარმელები". გია აბაზაძის მოგონება
38:31
შფოთვა, აგრესია და მედია დარიაფსიქოლოგიაში ინტერ...
26:17
დარიო რადიოს პირდაპირი - მაია გიორხელი ძე პარიზიდა...
41:01
სალომე საძაგლიშვილი პარიზიდან
31:03
41 წლის შემდეგ. 14 აპრილი
05:27
კონსტრუქციული ჟურნალიზმის შესახებ
06:40
ამერიკის შესახებ, რეაქცია რობერტ სტურუას ნათქვამზე...
მსგავსი ვიდეოები
ზაზა თვარაძის "სიტყვები"
Sulakauri Publishing
ტამელის ჰიპები - გამოკითხვა
goga antidze
ჟურნალ "აფრის" 28-ე ნომრის წარდგენა
Caucasian House
ზაზა გახელაძე გაათავისუფლეს - პირველი კომენტარი
TV IMEDI
ზაზა გახელაძე თავისუფალია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ზაზა გახელაძის...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზაზა გახელაძე თავისუფალია - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზაზა გახელაძის დედის კომენტარი „მოამბის“ პირდაპირ ეთერში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster