ანგელა მერკელს საქართველოში ელოდებიან
ანგელა მერკელს საქართველოში ელოდებიან. გერმანიის კანცლერის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 3 საათსა და 30 წუთზე დაეშვება. მას საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდება. დახვედრის ოფიციალური ცერემონია კი მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება. ანგელა მერკელი ვიზიტს, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან აუდიენციით დაიწყებს. პირისპირ შეხვედრის შემდეგ საუბარი გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. რის შემდეგაც ანგელა მერკელი და მამუკა ბახტაძე ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. დღეს ასევე დაგეგმილია გერმანიის კანცლერის შეხვედრა პრეზიდენტთან. ამის შემდეგ ანგელა მერკელი გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ცნობილია, რომ საქართველოში ვიზიტის მეორე დღეს კანცლერი ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე გერმანელ ჯარისკაცებს შეხვდება. ჩავა საოკუპაციო ხაზთან, სადაც სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს გაესაუბრება. ანგელა მერკელთან ერთად, გერმანიის დელეგაციაში შედიან: სახელმწიფო მდივანი, საქართველოში გერმანიის ელჩი; კანცელარიის სამხრეთ კავკასიის განყოფილების უფროსი, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კანცლერის მრჩეველი; ასევე მრჩეველები ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის საკითხებში და ევროპული პოლიტიკის საკითხებში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ანგელა მერკელი თბილისს 23 აგვისტოს ეწვევა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოლოდინები ანგელა მერკელის ვიზიტზე საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რა საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას ანგელა მერკელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეფასებები ანგელა მერკელის დაგეგმილ ვიზიტზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გერმანიის კანცლერის ვიზიტი - პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
განსაკუთრებული საჩუქარი ანგელა მერკელს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოფიციალური ვახშამი ანგელა მერკელთან
Tv Kavkasia
გერმანიის კანცლერი ოფიციალურ ვახშამზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster