უგლუტენო პური

18.06.2019 01:51

ყველა დესერტი ბლოგზე https://bakewithsophie.com/ რეცეპტი ბლოგზე: https://wp.me/p98PFy-10t საჭირო ნედლეული: ფქვილი Bread Mix-Mix B – Dr. Schär – 250 გრ მშრალი საფუარი Dr. Schär – 7 გრ ნიგვზის ან ზეითუნის ზეთი - 3 ს/კ ზღვის მარილი - ½ ჩ/კ აგავას სიროფი - 1 ჩ/კ თბილი წყალი - 350 მლ/ლ საუზმის ბრუსკეტებისთვის დაგვჭირდება: უგლუტენო მწვანე პესტო - Polly ჩერი პომიდორი ნიგვზის ან ზეითუნის ზეთი კვერცხი რეჰანი/მწვანე ხახვი მარილი/პილპილი მომზადება: მშრალი საფუარი გავხსნათ თბილ წყალში, დავამატოთ აგავას სიროფი და მოვურიოთ. ფქვილი, საფუარიანი წყალი, ნიგვზის ზეთი, მარილი ერთად მოვათავსოთ და შევურიოთ, სანამ არ გაერთიანდება. მოვათავსოთ წინასწარ დაფქვილულ ფორმაში და დავაყოვნოთ ასაფუებლად 45 წუთი. გავაცხელოთ ღუმელი 200 გრადუსზე და გამოვაცხოთ პური 45 წუთი. ბოლომდე გავაგრილოთ და დავჭრათ. მოვიმზადოთ წვრილად დაჭრილი პომიდორი, მწვანე პესტოს პასტა, რეჰანი და მწვანე ხახვი. გავხუხოთ პურები ნიგვზის ზეთში და შევწვათ კვერცხი. წავუსვათ მწვანე პესტოს პასტა და ავაწყოთ უგლუტენო ბრუსკეტები.

გაზიარება: