უგლუტენო სადღესასწაულო ბრაუნი
ყველა დესერტი ბლოგზე https://bakewithsophie.com/ რეცეპტი ბლოგზე: https://wp.me/p98PFy-10y პერსონა: 6 გამოსაცხობი ფორმა: 14 სმ/დმ საჭირო ნედლეული: ბრაუნი: ნაღების კარაქი - 125 გრ ვანილის ბურბონის შაქარი ,,beghin say“ - 100 გრ კვერცხი - 3ც ბიო პასტა თხილით და კაკაოთი, უგლუტენო - 270 გრ ბიო აგავას სიროფი - 25 გრ უნივერსალური ფქვილი, უგლუტენო - 70 გრ გა,აფხვიერებელი - 5 გრ ყავა ხსნადი, უგლუტენო ,,leader prcice” - 7 გრ ბიო მიუსლი კენკრით და თხილეულით, უგლუტენო - 80 გრ ყავის მუსი: რძე - 250 მლ/ლ ყავა - 5 გრ კვერცხის გული - 2 ც ყავისფერი ლერწმის შაქარი - 70 გრ ჟელატინის ფირფიტა ,,Leader Price” - 5 ც ამოყვანილი ნაღები - 100 მლ/ლ გაფორმება: ბიო, მიუსლი კენკრით და თხილეულით, უგლუტენო მოვამზადოთ ბრაუნი რბილი კარაქი და ვანილის ბურბონის შაქარი, გავთქვიფოთ მსუბუქად და დავუმატოთ კვერცხი სათითაოდ. დავუმატოთ თხილის პასტა, აგავას სიროფი და მიქსერით შემოვურიოთ. უგლუტენო ხსნადი ყავა გავხსნათ მცირე რაოდენობის ადუღებულ წყალში და დავამატოთ ცომის მასას. დავამატოთ უგლუტენო ფქვილი , გამაფხვიერებელი, მიუსლი და შემოვურიოთ. მოვათავსოთ დაცხიმულ ფორმაში და გამოვაცხოთ, 165 გრადუსზე 35 - 40 წუთის განმავლობაში. მოვამზადოთ ყავის მუსი: ამოვიყვანოთ ნაღები. რძეში გავხსნათ უგლუტენო ხსნადი ყავა და წამოვადუღოთ. დავალბოთ ჟელატინის ფირფიტები, ცივ წყალში. კვერცხის გული გავთქვიფოთ ყავისფერ ლერწმის შაქართან ერთად. დავასხათ მდუღარე რძე და ორთქლის აბაზანაზე მოვხარშოთ ინგლისური კრემი. კრემი მზად არის როგორც კი მიაღწევს 75 გრადუსს, დაგვჭირდება დაახლოებით 15-20 წუთი, სანამ არ მივა წამოდუღებამდე. მომზადებული კრემი, გადავიტანოთ სხვა ჭურჭელში და დავუმატოთ გაწურული ჟელატინის ფირფიტები. მოვურიოთ, გადავაკრათ სამზარეულოს ცელოფანი და შევინახოთ მაცივარში 6-8 საათით. ბრაუნი გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურაზე და შემდეგ დავაყოვნოთ მაცივარში 6-8 სთ. ცივი კრემი კარგად გადავთქვიფოთ მიქსერით და შევურიოთ ამოყვანილი ნაღები. მუსი გადავიტანოთ საკრემავ ტომარაში და მოვათავსოთ ბრაუნის ზედაპირზე სასურველი ფორმით. გავაფორმოთ ბიო, უგლუტენო მიუსლით.
Bake With Sophie-ის სხვა ვიდეოები
07:51
სააღდგომო პასკა - Bake With Sophie
06:01
ტარტ ტატენი
10:07
გემრიელი პური - სწრაფად და მარტივად
07:26
საკარანტინე შტრუდელი - ვაშლით და ბანანით :)
34:13
პანეტონეს მომზადება დედა საფუარის გამოყენებით.
17:54
სანდრას დაბადების დღის შოკოლადის ტორტი - უგემრიელე...
15:59
ნამცხვარი იდეალი - ეს უნდა მოამზადოთ !
20:47
ტრადიციული პასკის მომზადება
მსგავსი ვიდეოები
უგლუტენო პური
Bake With Sophie
არის თუ არა უგლუტენო საკვები უფრო სასარგებლო და რა დაავდებაა...
TV IMEDI
,,მილინ პარასის“ ფეტვის ფანტელების საჭიროება და სასარგებლო...
PSP Pharmacy • პსპ აფთიაქი
თქვენს მაგივრად ვაცხობთ ბრაუნის ყველა ვარიაციას ☕
შედეგები: შაქრიანი დიაბეტი, ზედმეტი წონა, კოქსართროზი, ენერგ...
Imperial Team