აშშ უკრაინას სამხედრო დახმარებას გადასცემს

15.10.2022 00:54

აშშ უკრაინისთვის მორიგ სამხედრო დახმარებას გასცემს - ჯო ბაიდენმა 725 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ხელი უკვე მოაწერა. აღნიშნული თანხით, თავდაცვის აღჭურვილობა და სამხედრო მომზადება-სწავლების ხარჯები დაიფარება. თეთრი სახლი ასევე უკრაინისთვის დაჩქარებული წესით ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა - „ნასამსების“ მისაწოდებლადაც მუშაობს.

პენტაგონის ცნობით, ახალ პაკეტში შევა „ჰაიმარსის“ საარტილერიო-სარაკეტო სისტემისთვის დამატებითი საბრძოლო მასალები, 23 ათასი ერთეული საარტილერიო ჭურვი, 5 000 ერთეული დისტანციური ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, რადიოლოკაციური რაკეტები და 200-მდე ერთეული სატრანსპორტო საშუალება.

აშშ-მ უკრაინას 2021 წლის იანვრის შემდეგ, სამხედრო დახმარების სახით, 18 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარება გამოუყო.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
BacklinkLog