საკონსტიტუციო სარჩელი


სავალდებულო გენდერული კვოტირების შესახებ კანონი თავისუფლების ინსტიტუტმა დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. 

სარჩელი ორგანიზაციამ პარტია „ევროპული საქართველოს“, საარჩევნო სიაში მყოფი კანდიდატებისა და ამომრჩევლის სახელით შეიტანა. მოსარჩელეთა აზრით, კვოტა არადემოკრატიული და არაკონსტიტუციურია. ის რეალურად არ ემსახურება ქალებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას, არამედ პირიქით ამ პრობლემების დასაფარად გამოიყენება. სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ სავალდებულო კვოტებით ქალ კანდიდატებს ეზღუდებათ უფლება იყვნენ არჩეული საკრებულოში, რადგან გენდერული ბალანსის დაცვის მოთხოვნა მათ უზღუდავს პოლიტიკური კონკურენციის შედეგად პარტიულ სიაში დაიკავონ შესაბამისი ადგილი. სავალდებულო კვოტებით თანასწორობა არ მიიღწევა, ის მხოლოდ რაოდენობას ათანაბრებს ხელოვნურად და გამომწვევ მიზეზებს არ ცვლის, პირიქით კვოტა ხელს უშლის ქალების რეალურ გაძლიერებას, - მიიჩნევს მოსარჩელე.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან