გოგა ხაინდრავა ქართულ კინოზე - 9.II.2014

07/13/2020
goga khaindrava-ის მიერ

9.II.2014 - ტელეკომპანია პირველ არხზე, გადაცემაში „სამოთხის ვაშლები“ (რომელსაც უძღვებიან: რუსუდან მანჯგალაძე, ნანა ფაჩუაშვილი და სალომე დადუნაშვილი) სტუმრები: ნანა ჯანელიძე, გოგა ხაინდრავა, მერაბ კოკოჩაშვილი, ნანა ექვთიმიშვილი და ზაზა რუსაძე ქართულ კინოზე საუბრობენ. გადაცემას მუსიკალურად ლაზარე ადამია აფორმებს. 19:50-ე წუთიდან რეჟისორი ნანა ჯანელიძე საუბრობს გოგა ხაინდრავას მხატვრულ ფილმზე „ოცნებების სასაფლაო“, რომელშიც მისი თქმით, რეჟისორმა 20 წლით ადრე თქვა ის, რაზეც მხოლოდ ახლა დაიწყო საუბარი. 21.44-დან გოგა ხაინდრავა საუბრობს: საქართველოზე, როგორც ცხრა ქვეყანას შორის ერთ-ერთზე, რომელიც 100 წელია კინოს განუწყვეტლივ იღებს; მერაბ კოკოჩაშვილის, ელდარ შენგელაიას, ოთარ იოსელიანის მიერ გატკეპნილ გზაზე გავლაზე; ბერლინში ფილმის პირველად ჩატანაზე; საავტორო კინოზე, როგორც აზროვნების თავისებურებაზე; კოტე მიქაბერიძის ფილმზე „ჩემი ბებია“, როგორც საავტორო კინოს საწყისზე. 36.19-დან სახელმწიფო პოლიტიკის საფუძველზე - საზოგადოების დაკვეთაზე; საქართველოში თეატრისა და ოპერის მსმენელსა და მაყურებელზე; კინოს დაკარგულ მაყურებელზე; მოგების წინა პლანზე გადმოწევაზე; თაღლითების მიერ \"აპოლოს\" ხელში ჩაგდებაზე; კინოსფეროში ტრადიციის შენარჩუნების მნიშვნელობაზე; დიდ ეკრანზე კინოს აღქმის მნიშვნელობაზე. 45.27-დან მსოფლიოში კინოსკოლის არსებობის დეფიციტზე; სახელმწიფოს მხრიდან კინოსფეროს დაფინანსების მნიშვნელობაზე; ქართული კინოს განვითარების უწყვეტობაზე; კინოზე, როგორც ქართული სულის შესაძლებლობის საუნჯეზე, მისი გაფრთხილებისა და განვითარების აუცილებლობაზე.

ვიდეოები „goga khaindrava"-ისგან