Cherrytea - ძეგვის თავშესაფარი
თითოეული მომხმარებლის აქტიურობითა და Cherrytea ობიექტების ჩართულობით ჩვენ შევძელით ძეგვის თავშესაფარში მცხოვრები ბავშვებისათვის გაგველამაზებინა ზაფხული - ვაჩუქეთ აუზი, რომელიც მათ ძალიან სურდათ, ჩავუყვანეთ ანიმატორები, რომლებმაც დაუვიწყარი გართობა მოუწყვეს ბავშვებს, ჩავუტანეთ სათამაშოები, საკვები, ტკბილეული, ტანსაცმელი. ამ ყველაფრის უკან დგას Cherrytea - ს თითოეული მომხმარებელი, რომელმაც იცის, რომ მის ლოიალურობას შეუძლია ბედნიერება მოუტანოს გარშემომყოფთ და თითოეული მეგობარი ობიექტი, რომელიც საკუთარ მომხმარებლებთან ერთად ქველმოქმედებას აკეთებს. სწორედ მათი დამსახურებაა ის ბედნიერება და მხიარულება, რაც Cherrytea - ს სტუმრობამ გამოიწვია ძეგვის თავშესაფარში. ძეგვის თავშესაფარი მადლობას უხდის თითოეულ მომხმარებელსა და Cherrytea მეგობარ ობიექტს. Copyright Owned By Cherrytea. Music: http://www.bensound.com