Cherrytea - თამაზ ელიზბარაშვილის ცხოველთა თავშესაფარი

09/18/2015
Cherrytea-ის მიერ

ჩვენი მეგობარი ობიექტებისა და მომხმარებლების ერთგულების შედეგად, ჩერითი 13 ივნისის სტიქიის დროს გადარჩენილ ძაღლებს დაეხმარა, რომლებიც თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარში ცხოვრობენ. თავშესაფრის ბინადრებს ჯანმრთელობისათვის ესაჭიროებოდათ მედიკამენტები, რომლის უზრუნველყოფაც შეძლო ჩერითიმ თქვენი ერთგულებით. გარდა მედიკამენტებისა, ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს სათამაშოები, ძაღლის მოვლის საშუალებები და მათთვის განკუთვნილი \"ტკბილეული\" ვაჩუქეთ.

ეს ჩერითის თითოეული მომხმარებლისა და მეგობარი ობიექტის დამსახურებაა, რომელიც Cherrytea - ს საშუალებით სიკეთეს ქმნის ყოველდღიურად.

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარი მადლობას უხდის თითოეულ მომხმარებელსა და კომპანიას, რომელმაც წვლილი შეიტანა მათ დახმარებაში.

ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ერთგული მომხმარებლებითა და მეგობარი ობიექტებით!

Copyright Owned by Cherrytea
Music: http://www.bensound.com