ალოობა დაიწყო
საქართველოში მარცვლეულის მოსავლის აღება უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ფერმერთა და სპეციალისტთა განცხადებით, საერთო ჯამში ხორბლის წლევანდელი მოსავალი კარგია, თუმცა ცალკეულ ტერიტორიებზე გლეხები მეტ მოსავალს ელოდნენ. სიღნაღში ხორბლის მოსავლის აღების პროცესს თავად სოფლის მეურნეობის მინისტრი, შალვა ფიფიაც დაესწრო. მეწარმეებმა მინისტრს მარცვლეულის წარმოების გაზრდის საკუთარი ხედვა გააცნეს. სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო აქტიურად იმუშავებს მარცვლეული კულტურების წარმოების ხელშეწყობის მიმართულებით, რათა მომავალ წელს ალოობა ბევრად უხვმოსავლიანი იყოს. "მარცვლეულის ლოჯისტიკის კომპანია" მიმდინარე წელს ჰექტარ ფართობზე 3 ტონამდე ხორბალის მოსავალს ელოდება. კომპანიამ მეცნიერებთან და დარგის ექსპერტებთან თანამშრომლობის შედეგად, ტერიტორიაზე 14 ჯიშის ხორბალი გამოცადა. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1aF39Mu
მსგავსი ვიდეოები
ალოობა კახეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კახეთში ალოობა დაიწყო
Media Holding Hereti / მედია ჰოლდინგი ჰერეთი
სიღნაღში ალოობა 2013 დაიწყო
Media Holding Hereti / მედია ჰოლდინგი ჰერეთი
ხორბლის მოსავლის აღება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ალოობა შირაქის ველზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ალოობა დედოფლისწყაროში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ალოობა და უხვი მოსავალი შირაქში - რეპორტაჟი დედოფლისწყაროდან
qiziyi.ge
ალოობა კახეთში
tv obieqtivi