გიორგი გახარიას პარტია ხვალ დაფუძნდება


გადამდგარი პრემიერ-მინისტრი ხვალ პირველად იტყვის, რა გეგმით მოდის პოლიტიკაში.

„საქართველოსთვის“, - ასე ერქმევა გიორგი გახარიას პოლიტიკურ პარტიას, რომლის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება. ნიკა მელიას საქმის გამო მთავრობის მეთაურის პოსტიდან სამი თვის წინ წასული ექს-პრემიერი საკუთარ გუნდს წარადგენს, თუმცა ერთი დღით ადრე ირკვევა მისი კიდევ ორი თანაგუნდელის ვინაობა - ნატოში საქართველოს ყოფილი ელჩი, ლევან დოლიძე და ეკონომიკურ საკითხებში ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველი და ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი. ხვალ მთავრობის ექს-მეთაური, სავარაუდოდ, უფრო ვრცლად ისაუბრებს მისი გადადგომის მიზეზებზე და იმ გარემოებებზე, რამაც მისი და „ქართული ოცნების“ გზები გაყო. მანამდე კი პოლიტიკაში და მოახლოებულ არჩევნებზე მის შანსსა და პერსპექტივაზე ყოფილი თანაგუნდელები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები საუბრობენ. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან