TV იმედი - მარნეულში მასშტაბური რეკრეაციული სივრცე გაიხსნა

03/01/2020
Municipality of Marneuli-ის მიერ

მარნეულში „კიდევაც დაიზრდებიან“ ძეგლის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე გაიხსნა

მარნეულის მუნიციპალიტეტში, დღეს, მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თანამედროვე დიზაინის რეკრეაციული სივრცე, ოფიციალურად გაიხსნა.

ქალაქის ცენტრალური პარკის გახსნის ღონისძიებას, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა, მოწვეული სტუმრები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

სპეციალურად ამ დღისთვის, დაიგეგმა სხვადასხვა სახის კულტურული და საბავშვო-გასართობი აქტივობები.

პროექტის ფარგლებში, მონუმენტური ძეგლი პარკის ერთ-ერთი დომინანტი ნაწილი გახდა. მოეწყო საბავშვო, დასასვენებელი, სარეკრეაციო, შემეცნებითი და სადღესასწაულო ზონები, ამფითეატრი და საპარკინგე სივრცეები. 1 094 328 ლარის ღირებულების პროექტი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ მონუმენტურ ძეგლს „კიდევაც დაიზრდებიან“, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული, რომელიც ცნობილი მოქანდაკის, მერაბ ბერძენიშვილის მიერაა შესრულებული. სკულპტურული ძეგლი კი ქართული ქანდაკების ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ ნამუშევარს წარმოადგენს.


http://marneuli.gov.ge/siaxleebi1/253...

https://www.facebook.com/pg/marneuli....

   • მარნეულში „კიდევაც დაიზრდებიან“ ძეგლი...  

   • TV იმედი - მარნეულში მასშტაბური რეკრე...

ვიდეოები „Municipality of Marneuli"-ისგან