ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომამ დაპირისპირების ფონზე ჩაიარა

03.06.2016 02:56

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დღეს ურთიერთშელაპარაკება გამოიწვია 22 მაისს შუალედურ არჩევნებში კორცხელის 54-ე უბანზე მომხდარი ინციდენტის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან გაკეთებულმა განცხადებამ.ფრაქციის წევრმა კახაბერ ჩანგელიამ საკრებულოს უმრავლესობის წევრებს კორცხელის ინციდენტი შეახსენა და განაცხადა, რომ "ამ ფაქტის შესახებ ოფიციალური განცხადება უნდა გაეკეთებინათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.ნაციონალური მოძრაობის წევრის განცხადებას ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი მაიზერ ნანავა გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" გმობს ყველანაირ ძალადობა, თუმცა ის, რაც მოხდა კორცხელში იყო ნაციონალური მოძრაობის მხრიდან პროვოცირებული.შეგახსენებთ რომ, 22 მაისს, კორცხელის საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირების დროს, სპორტსმენებმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს და მათ შორის ახალგაზრდებს სცემეს.

გაზიარება:
SkillHub