„პირმა დაგლოცასთ ღვთისამა" მოხევური ხალხური სიტყვიერების კრებულის პრეზენტაცია
5 ივნისს, „თიბისი გალერეაში", საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული მოხევური ხალხური სიტყვიერების კრებულის - „პირმა დაგლოცასთ ღვთისამა" პრეზენტაცია გაიმართა. კრებულში თავმოყრილია ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში დაცული, 1937 წელს ადგილობრივ მკვიდრთა - მარო ხუციშვილის, გრიშა მარსაგიშვილისა და სიმონ გუჯარაიძის მიერ ჩაწერილი, დღემდე უცნობი ათეულობით უნიკალური ფოლკლორულ ნიმუში. (ლირიკული ლექსი, ეპიკური ქმნილება, შაირი, შელოცვა, ანდაზა, გამოცანა, აფორიზმი, ამბავი, ზღაპარი...). კრებულის შემდგენელ-რედაქტორები არიან - ამირან არაბული და ეთერ თათარაძე. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045