დღეს თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საზოგადოებრივმა დარბაზმა აქტიურ მოქალაქეებთან შეხვედრა ჩაატარა, რომელიც წინა წელს გატარებული ღონისძიებების შეჯამებას მოიცავდა. სხდომას თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი - გივი მეტრეველი და კახეთის გუბერნატორი - ირაკლი შიოლაშვილიც ესწრებოდნენ. როგორც ირაკლი შიოლაშვილმა შეხვედრის დროს განაცხადა, აღნიშნული შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოებას საშუალება აქვს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს პრობლემებზე თავად ესაუბრონ. საზოგადოებრივი დარბაზის დამფუძნებლების განმარტებით, დღეს სხდომაზე განხილულ იქნა ქალაქში არსებული პრობლემები.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1dDf7mb
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1dDf7mb