„საპარტნიორო ფონდმა“ BDO-ს სემინარში მიიღო მონაწილეობა

04/27/2018

„საპარტნიორო ფონდმა“ აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-ს მიერ ფინანსური სექტორისთვის ორგანიზებულ, „ფინანსური ინსტრუმენტების“ სემინარში-IFRS 9 მიიღო მონაწილეობა. სემინარს BDO-ს დიდი ბრიტანეთის ფინანსური ჯგუფის ხელმძღვანელი და ექსპერტი ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებში მარკ სპენსერი უძღვებოდა. „ფინანსური ინსტრუმენტების“ სემინარს „საპარტნიორო ფონდის“ მხრიდან, ფონდის ფინანსური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სოსო მამუკელაშვილი ესწრებოდა.

ფონდი ერთერთი პირველი სააქციო საზოგადოებაა საქართველოში, რომელმაც ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები დანერგა. ახალი სტანდარტი მთელს მსოფლიოში ძალაში 2018 წლიდან შევიდა, საქართველო კი ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით შეურთდა აღნიშნულ პროცესებს. ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოში გატარდა რეფორმები ფინანსური ინფორმაციის გამჭვირვალობის მოთხოვნების ევროპულ რეგულაციებთან ჰარმონიზაციის მიზნით.


Facebook :   / partnershipfund  
Twitter :   / geopartnership  
LinkedIN :   / partnershipfund  
Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1726990

ვიდეოები „საპარტნიორო ფონდი"-ისგან