ჯანდაცვის სამინისტროში გაფიცულ სოციალურ აგენტებს შეხვდნენ


სოციალური მომსახურების სააგენტოში პროტესტი გრძელდება. 400-მდე თანამშრომელი ისევ გაფიცულია. უწყების ხელმძღვანელობა სოციალურ აგენტებთან მოლაპარაკებას და პრობლემის დიალოგის გზით გადაწყვეტას ცდილობს. გაფიცულ თანამშრომლებს დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე შეხვდა. ძველი შეთავაზება ძალაშია - თამარ ბარკალაია დასაქმებულებს ხელფასების 60%-ით ზრდასა და ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა. თავის მხრივ, ანაზღაურების 100%-ით მატების მოთხოვნას დღის წესრიგიდან არ ხსნიან გაფიცულებიც. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, სოციალური აგენტები ერთმანეთთან კონსულტაციების გამართვას გეგმავენ. სწორედ მათი პოზიციების შეჯერების შემდეგ გაირკვევა, გაგრძელდება თუ შეწყდება ორშაბათიდან პროტესტი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან