„აღმოაჩინე შენი კახეთის ინტერიერი და ექსტერიერი\",-ასე ჰქვია თემას, რომლის განხილვა დღეს „თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში\" მოხდა. 2013 წლის იანვრიდან ჟურნალისტური თემის გამოძიების ციკლს საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ასოციაცია „ჰერეთი\" და სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთი\" ახორციელებდნენ. პროექტის მიზანია ჟურნალისტური გამოძიებების ჩატარება კახეთში განხორციელებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის გზით. აღნიშნულ შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის დარღვევა, რომელიც ჩოლოყაშვილის ქუჩის რეაბილიტაციის დროს იქნა დაშვებული. პროექტი „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის\" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/14MgVt6
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/14MgVt6