საქართველო სამხრეთ კორეის იმპორტიორთა ასოციაციის წევრ კომპანიებს მასპინძლობს


საქართველო სამხრეთ კორეის იმპორტიორთა ასოციაციის წევრ 9 კომპანიას მასპინძლობს. ორმხრივი შეხვედრა, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გახსნა. ორი დღის განმვალობაში, ბიზნესდელეგაცია რამდენიმე შეხვედრას გამართავს. მათ შორის იქნება აუდიენცია იმპორტზე ორიენტირებულ ქართულ და სამხრეთ კორეულ კომპანიებს შორის.

აღნიშნული შეხვედრა „აწარმოე საქართველოს“ ინიციატივით გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციას ეკონომიკის მინისტრიც უმასპინძლებს. გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან