აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს ეწვევა
11/11/2020
საქართველო მაღალი რანგის სტუმრის მისაღებად ემზადება. 17 ნოემბერს თბილისში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩამოდის. დღის წესრიგშია ხელისუფლების პირველ პირებთან და კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრა. მმართველი გუნდი ვიზიტს 31 ოქტომბრამდე დაგეგმილად აცხადებს და არჩევნებთან მის კავშირს უარყოფს. თუმცა, პოსტსაარჩევნო პერიოდის კონტექსტში, ვიზიტის მიზეზი უკვე გახდა არაერთგვაროვანი პოლიტიკური ინტერპრეტაციების თემა.
„ქართული ოცნება“ მაიკ პომპეოს სტუმრობას სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერის გზავნილად აფასებს, ასე არ ფიქრობს აქციების რეჟიმზე გადასული ოპოზიცია, რომლის ცალკეული წარმომადგენლები მაღალი დონის ვიზიტის პარალელურად, მშვიდობიანი აქციის გამართვის მომხრეა.
საქართველო არის შტატების მთავარი მოკავშირე და დასაყრდენი რეგიონში, ასე ეხმაურებიან დაგეგმილ ვიზიტს საქართველოს საგარეო უწყებაში და ფიქრობენ, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ძირითად მიმართულებებთან ერთად, ამერიკის პირველი დიპლომატის შეხვედრების მთავარი თემა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები იქნება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.