ბასკონიას კემპი 2021 ვერის საკალათბურთო დარბაზში დაიწყო
07/14/2021
Georgian Basketball Federation-ის
მიერ
•საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და ესპანურ კონცერნ „სასკი ბასკონიას“ შორის თანამშრომლობა გრძელდება. 14 ივლისს, ვერის საკალათბურთო დარბაზში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ცნობილი ესპანური კლუბის საკალათბურთო კემპი დაიწყო. პრესკონფერენციას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, \"სასკი ბასკონიას\" გენერალური დირექტორი ხესუს ვასკესი და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი გოჩა აბზიანიძე ესწრებოდნენ.
•ბასკონიას კემპი ევროპის წამყვანი სპეციალისტების ჩართულობით მიმდინარეობს და მისი მიზანი პერსპექტიული ახალგაზრდა მოთამაშეების შერჩევაა. აღსანიშნავია, რომ კემპზე ბავშვებთან ერთად, ახალგაზრდა ქართველ მწვრთნელებსაც ეძლევათ საშუალება, აიმაღლონ სამწვრთნელო კვალიფიკაცია.
•კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, წლევანდელი კემპი წინა სეზონებისგან განსხვავებული სისტემით ტარდება - ორგანიზატორებმა, საქართველოში მოქმედ თითოეულ საკალათბურთო სკოლას, მისი მასშტაბიდან გამომდინარე, რაოდენობრივი კვოტა დაუწესეს და მონაწილეთა წარდგენის საშუალება მისცეს. შესაბამისად, თავად კლუბებმა და სკოლებმა გადაწყვიტეს, თუ ვის უნდა მიეღო ბასკონიას კემპში მონაწილეობა, სადაც ესპანელები საუკეთესო კალათბურთელებს აარჩევენ და მათ კონტრაქტს გაუფორმებენ.
•ესპანურ კორპორაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, უახლოეს პერიოდში, საქართველოში, კერძოდ, ვერის საკალათბურთო დარბაზში, ბასკონიის აკადემია გაიხსნება. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორიენტირი ახალგაზრდა, მომავალი თაობაა და საქართველოში ბასკონიის აკადემიის პროექტი უმნიშვნელოვანესია მოზარდი სპორტსმენებისა და ზოგადად, კალათბურთის განვითარებისთვის.
•კემპზე ვარჯიშების ჩასატარებლად თბილისში „ბასკონიას“ სკოლის 3 მწვრთნელია ჩამოსული: ხოან გუჩო, ინიგო ორტეზი და სამუელ კონდე. მათ ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელები ეხმარებიან. ესენი არიან: ირაკლი ჩერქეზიშვილი, გიორგი ჩაჩხიანი, ანდრო ანთელიძე და საბა ჯაყელი.
•კემპში 135 მოზარდი მონაწილეობს (2006, 2007 და 2008 წელს დაბადებული ბავშვები), რომლებიც ასაკების მიხედვით 4 ჯგუფად არიან განაწილებულნი და მთელი დღის მანძილზე მონაცვლეობით სხვადასხვა ვარჯიშები უტარდებათ.
•ბასკონიას საკალათბურთო კემპი 13 ივლისს დაიწყო და 15 ივლისს დასრულდება.
ვრცლად ➥ http://gbf.ge/news/veris-sakalathburt...