ანა წითლიძე გამოკითხვაზე იმყოფება


„ნაციონალური მოძრაობის“ზუგდიდის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე, ანა წითლიძე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. მისი თქმით, გამოკითხვაზე დაბარებულია იმ საგარანტიო სერტიფიკატების გამო, რომლებიც წინასაარჩევნოდ გასცეს.

წითლიძე ამბობს, რომ საგარანტიო სერტიფიკატების გაცემა არის საერთაშორისო პრაქტიკა და აღებული ვალდებულებების შესრულება მოხდება საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.

„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე ამ გამოკითხვას არჩევნებს უკავშირებს.

გამოკითხვაზე 25- მდე ადამიანია დაბარებული.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან