გირჩის „შმაქსი“

03.10.2019 01:31

რელიგიური ორგანიზაციის შემდეგ პოლიტიკური პარტია „გირჩი“ კომპანია „შმაქსს“ აფუძნებს. ზურაბ ჟაფარიძის განცხადებით, ამ კომპანიაში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ მსურველს და მათ გადაეცემათ „შმაქსის“ ტრაფარეტი. მძღოლები კი მომხმარებელს განსხვავებულ სერვისს შესთავაზებენ. მგზავრობის გარდა მომხმარებელი ავტომობილში მიიღებს საგანმანათლებო ინფორმაციას და თანხასაც შესაბამისად გადაიხდის. სერვისის გაწევისთვის კი მძღოლებს დედაქალაქის მერიის ლიცენზია არ დაჭირდებათ. „გირჩს“ მოქალაქეების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებენ დედაქალაქის მერიაში, სადაც ამბობენ, რომ მსგავსი ქმედება გულისხმობს ტაქსის სერვისის გაწევას და ლიცენზიის გარეშე ექვემდებარება დაჯარიმებას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: