პრეზენტაცია კიკვიძის პარკში

31.01.2019 00:34

თბილისს ახალი ბიზნესაქსელერატორი შეემატა. პრეზენტაცია კიკვიძის პარკში გაიმართა. დღეიდან პარკის სივრცე თავისი სერვისებით ნებისმიერი ბიზნესიდეის მქონე პირისთვის ხელმისაწვდომია. პროექტის მიზანია დასაქმების ხელშეწყობა, დამწყები ბიზნესებისთვის შესაძლებლობების გაზრდა და ინოვაციური ბიზნესიდეების განხორციელება. პარალელურად , პარკის ტერიტორიაზე მოეწყო თბილისური ბაზარი, სადაც 50-მდე მეწარმის მიერ დამზადებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. პროექტი თბილისის მერიის და ევროკავშირის ინიციატივით შედგა. პრეზენტაცია თბილისის მერმა, კახა კალაძემ გამართა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: