ვითარება უკრაინაში
უკრაინის პრეზიდენტი წარმატებულ ოპერაციაზე საუბრობს და ადასტურებს, რომ უკრაინული ძალების წინსვლა გრძელდება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა, რომ სექტემბრის დასაწყისიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტებისგან ქვეყნის აღმოსავლეთით და სამხრეთით 6 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს. გათავისუფლებულია ასევე ხარკოვის ოლქის მთელი ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილი. ინფორმაციას სპეციალური ოპერაციის ძალები „აზოვ ხარკოვი“ ავრცელებს. ხარკოვის ოლქის ერთ-ერთ გათავისუფლებულ სოფელში, უკრაინელმა სამართალდამცველებმა მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები აღმოაჩინეს, რომელთაც წამების კვალი აღენიშნებათ. უკრაინელი სამხედროები ასევე აცხადებენ, რომ დაიკავეს დონეცკის ოლქის ქალაქი სვიატოგორსკი, თუმცა, ინფორმაციას არ ადასტურებენ ოკუპირებულ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში. სეპარატისტული რეჟიმის მტკიცებით, ისინი ქალაქის ნაწილს აკონტროლებენ. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით კი, 6-11 სექტემბრის პერიოდში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის კუთვნილი, 670 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება უკრაინაში
Civil Press
ვითარება უკრაინაში
TV3
ვითარება უკრაინაში
TV3
ვითარება უკრაინაში
TV3
ვითარება უკრაინაში
TV3
ვითარება უკრაინაში
TV IMEDI
ვითარება უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster