20 ივნისს დაშავებულები - კობა ლეთოდიანი

06/19/2020
netgazeti ge-ის მიერ

კობა ლეთოდიანმა ერთ თვალში მხედველობა აფხაზეთის ომში დაკარგა, მეორე თვალი კი 50 წლის ასაკში, გასულ წელს, 20-21 ივნისის მოვლენებისას დაუზიანდა, რის შედეგადაც ამ დროისთვის ვერც ერთი თვალიდან ხედავს.

როგორც მისი შვილი, ნათია ლეთოდიანი \"ნეტგაზეთთან\" საუბარისას ყვება, გასულ წელს დაზიანებულ თვალში კობას მხოლოდ შუქზე აქვს რეაქცია, რაც ნიშნავს, რომ მხედველობის გარკვეულწილად დაბრუნების შანსი არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე ექიმები დაზუსტებით ვერაფერს ამბობენ.

კობა ლეთოდიანმა ვიდეოს გადაღებაში მონაწილეობის მიღება არ ისურვა. როგორც ნათია ამბობს, მას საკუთარ თავზე ლაპარაკი საჯაროდ არ სურს და თავისი ისტორიის გაზიარება შვილს მიანდო.--
საქართველო, ნეტგაზეთი, 995 032 2960830
[email protected] | [email protected]
http://netgazeti.ge | http://batumelebi.ge
  / @netgazeti  
  / netgazeti  
http://netgazeti.ge/feed/

ვიდეოები „netgazeti ge"-ისგან