თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტობის მსურველმა კანდიდატებმა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს საკუთარი პროგრამები გააცნეს. სამივე დარეგისტრირებული კანდიდატის პროგრამის ძირითადი ნაწილი, უნივერსიტეტში სტუდენტების სამომავლო აქტივობასა და განვითარების კონკრეტულ გეგმებს ეხებოდა. შეხვედრა საარჩევნო კომისიის ორგანიზებით ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ ხვალ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტობის არჩევნებია.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1hzaHPA
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1hzaHPA