პოლონეთი ბელარუსს ადანაშაულებს
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, მიუხედავად გაუმჯობესებული ვითარებისა, ის სასაზღვრო დაპირისპირების გარკვეული დროით გაგრძელებას ელოდება. მისი განცხადებით, ბელარუსმა მესაზღვრეებმა პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე განთავსებული მიგრანტების მართვის ტაქტიკა შეცვალეს. მისივე თქმით, ახლა მიგრანტთა მცირე ჯგუფები საზღვრის გადაკვეთას ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე ცდილობენ და ამაში მათ ბელარუსი მესაზღვრეები ეხმარებიან. თავდაცვის მინისტრის ცნობით, გასულ დღეს, საზღვრის დარღვევის 195 ფაქტი დააფიქსირეს. მისივე განცხადებით, მიგრანტები აგრესიულად იქცეოდნენ და პოლონელი მესაზღვრეების მიმართულებით ქვებს და ცრემლსადენი გაზის ყუმბარებს ისროდნენ. პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე არალეგალ მიგრანტთა ნაკადი მაისის თვიდან მოყოლებული არ წყდება. ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებას მიგრანტების გამოყენებით „ჰიბრიდულ თავდასხმაში“ სდებს ბრალს. ამის გამო, რამდენიმე დღის წინ, ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტის ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება პოლონეთის და ბელარუსის საზღვართან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინა ბელარუსთან საზღვრის დაცვას აძლიერებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი დასრულდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე შეტაკებები გრძელდება
ამერიკის ხმა
ბოლო ინფორმაცია პოლონეთი ბელარუსის საზღვრიდან
ამერიკის ხმა
პოლონეთი მიგრანტთა ნაკადის შესაჩერებლად ბელარუსთან საზღვარზე...
Euronews Georgia
აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster