ფხალი ისპანახის
ისპანახის ფხალი ისპანახი არის მცენარე, რომელიც მოგამარაგებთ ვიტამინებისა და სასარგებლო ნივთიერებების მთელი ნაკრებით, რაც ძალზედ აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობაზე. გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც, როგორც მარხვის პერიოდში ასევე საახალწლოდაც გამოგადგებათ. 📌ინგრედიენტები: 📍ისპანახი – 1.500-2კგ. 📍ნიგოზი-250გრ. 📍ნიორი – 4-5კბილი ან თქვენი გემოვნებით. 📍ხახვი დაფქული(,,ოჯახური”) - 2ჩ/კ ან ერთი საშუალო თავი ხახვი (წვრილად დაკეპილი). 📍ნედლი ქინძი – ერთი საშუალო კონა. 📍უცხო სუნელი – 1 ჩ.კ. 📍ხმელი ქინძი – 1 ჩ.კ. 📍დაღერღილი წიწაკა – 1/2 ჩ.კ. 📍ზაფრანა - 1ჩ/კ. 📍მარილი – გემოვნებით. 📍ძმარი – სურვილისამებრ (1/2 ჩ.კ). 📍ბროწეული – 1 ც. 👩🍳მომზადების წესი: ისპანახის ფოთლებს მოაჭერით ბოლოები და კარგად გარეცხეთ. აადუღეთ ქვაბით წყალი და გარეცხილი ისპანახის ფოთლები მოთუთქეთ ადუღებულ წყალში. მოთუთქული ისპანახის ფოთლები, კარგად გაწურეთ, გააგრილეთ და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ნიგოზთან, ნიორთან და ნედლ ქინძთან ერთად. მიღებულ მასას მოაყარეთ უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, ზაფრანა, დაღერღილი წიწაკა, მარილი, სურვილისამებრ მოასხით ძმარი და კარგად შეურიეთ ერთმანეთს. სუფრაზე მიტანის წინ კი შეგიძლიათ მისცეთ თქვენთვის სასურველი ფორმა და გააფორმოთ ბროწეულის მარცვლებით. #ისპანახი #ფხალი
მსგავსი ვიდეოები
#ისპანახის ფხალი ნიგვზით #Ispanakhis pkhali
ნათიას სამზარეულო
ისპანახის ფხალი
Likas Receptebi
ისპანახის ფხალი ნიგვზით რეცეპტი
Your Cooking Show
ფხალის ასორტი - Fxalis Asorti
Apolines cuisine
პრასის ფხალი
Likas Receptebi
ისპანახისა და ყველის ტარტი,პიცა,ქვიჩი Spinach and cheese Qui...
CHEF GIGA BAKES
Restaurant Machakhela Samikitno / რესტორანი მაჭახელა - სამიკ...
TBILISI.TV
მასტერშეფი | ჯანსაღი კვება გასახდომად
Vato Gvinjilia