ომი უკრაინაში
უკრაინის ტერიტორიაზე ისევ საჰაერო თავდასხმის საფრთხეა - განგაშის სიგნალი ჩაირთო ხარკოვის, ოდესის, ჩერკასისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთის არმია ლუგანსკის რაიონში მდებარე ქალაქ ლისიჩანსკს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უტევს. რუსმა ჯარისკაცებმა საარტილერიო დარტყმები მიიტანეს ვოვჩეიაროვკასა და ბილაგორას სიახლოვეს, სადაც ბრძოლა გრძელდება. ეს ორი დასახლება ლისიჩანსკის სამხრეთ ნაწილიდან ხუთ კილომეტრში მდებარეობს. რუსული მედიის ცნობით, ლისიჩანსკში უკვე შევიდნენ რუსული ძალები და იქ ბრძოლა გრძელდება. ამასთან, უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსები შეტევას აგრძელებდნენ ბოროვსკოეს რაიონში, თუმცა უკრაინელებმა ისინი შეაჩერეს. ბოროვსკოე ქალაქ სევეროდონეცკის სიახლოვეს მდებარეობს. რუსებმა საარტილერიო დარტყმები მიიტანეს ბერესტოვოსა და სპორნოეს რაიონებში. ერთ-ერთი დასახლება ქალაქ ბახმუტისა და ლისიჩანსკის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მდებარეობს. უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ რუსები ამ მიმართულებით კვლავაც უხსნიან ცეცხლს უკრაინულ პოზიციებს. საარტილერიო იერიშები გრძელდება ხარკოვშიც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ომი უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში
TV IMEDI
ომი უკრაინაში
TV IMEDI
ომი უკრაინაში
TV IMEDI
ომი უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში
TV IMEDI